ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო – რატი იონათამიშვილი პროკურორობის კანდიდატებზე

ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ საპროკურორო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვფიქრობ, პროცესი იყო საკმაოდ საინტერესო. საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გასაუბრებისთვის ედევნებინა თვალი პირდაპირი ეთერის რეჟიმში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ არის საკმაოდ საინტერესო და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის პირველი ეტაპი შედგა. ხვალ საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკ კარნი – კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას

კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.„ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი მხარე მოთხოვნებს აყენებს, მეორე კი მხოლოდ ითხოვს. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები კარნახობს პირობებს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, შეგვიძლია, მივიდეთ ორმხრივად წარმატებულ შედეგამდე – ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა კარნიმ.როგორც „ბიბისი“ წერს, კანადამ, აშშ-მა და მექსიკამ პირველი ივლისიდან სავაჭრო შეთანხმების სავალდებულო გადახედვა უნდა დაიწყონ. მაისში მექსიკა იწყებს ოფიციალურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აშშ-სთან. კანადასა და აშშ-ს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სავაჭრო უწყებებს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.მარკ კარნიმ კანადა-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ახალი საკონსულტაციო კომიტეტი მოიწვია, რომლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. კვებეკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან შარესტმა, რომელიც ახალი საკონსულტაციო კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ აშშ ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე „კანადისგან ბევრ დათმობას“ ელოდება.

ქეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია

დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, გარკვეული მოქნილობა გამოიჩინოს.„პრეზიდენტი ინარჩუნებს პოზიციას და გულუხვად სთავაზობს მცირე მოქნილობას რეჟიმს, რომელიც სრულად შელახულია“,- განაცხადა ლევიტმა. მისივე განცხადებით, ირანში ამჟამად მიმდინარეობს დაპირისპირება „პრაგმატისტებსა და მკაცრი ხაზის მხარდამჭერებს შორის“, ხოლო ტრამპს „ერთიანი პასუხის მიღება სურს“.ამასთან, მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ირანული გემებისა და პორტების საზღვაო ბლოკადას. ლევიტმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „ეფექტიანად და წარმატებით მიმდინარეობს“ და აშშ „სრულად ახრჩობს“ ირანის ეკონომიკას.ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს უნდა იყვნენ ამერიკელები მზად ომის გასაგრძელებლად, რადგან ეს უკვე იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე თავდაპირველად ითქვა, ლევიტმა უპასუხა, რომ საბოლოო ვადას ტრამპი განსაზღვრავს.„ის დაასრულებს ამას მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ეს შეესაბამება შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებს”,- განაცხადა ლევიტმა.ლევიტმა ასევე ისაუბრა ირანული სახელმწიფო მედიის განცხადებებზე, სადაც უარყვეს, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.„გირჩევდით, ფრთხილად მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ. რაც ვნახეთ, არის ის, რომ რასაც საჯაროდ ამბობენ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც პირად მოლაპარაკებებში აღიარებენ შეერთებული შტატებისა და ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდის წინაშე”,- განაცხადა ლევიტმა.ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ორი გემის დაკავებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად არ მიიჩნევს.„ეს არ იყო აშშ-ის გემები. ეს არ იყო ისრაელის გემები. ეს იყო ორი საერთაშორისო გემი. მათ არ აქვთ კონტროლი სრუტეზე. ეს არის მეკობრეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა კვლავ წარმოუდგენლად ეფექტურია“, – განაცხადა ლევიტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს

ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელწფონო საუბრისას განაცხადა.„თუ ეს მიმართულება მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომით არ შეიცვლება, კონფლიქტური პროცესის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.გერმანელ კოლეგასთან საუბრისას ერდოღანმა როგორც ირანში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანკარა კონფლიქტების დასრულებას მოლაპარაკებების გზით ცდილობს.„თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ომები მოლაპარაკებების გზით დასრულდეს და დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა”,- განაცხადა ერდოღანმა.

ალი მოჯანი-სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში – ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს – გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის...

,,დღეს საღამოს თბილისში დავესწარი სიმფონიური ორკესტრის შესრულებას, რომელშიც გამორჩეული სომეხი ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ დავფიქრდი „მუსიკის“ ძალაზე, რომელიც ხალთხა შორის საერთო ენას წარმოადგენს. არამ ხაჩატურიანისა და ავეტ ტერ-ტერიანის ნაწარმოებების შესრულებამ, განსაკუთრებით ბალეტ „სპარტაკის“ ცნობილი ადაჯიომ, არა მხოლოდ სომხური კულტურის სიმდიდრე წარმოაჩინა, არამედ ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას, პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა, ხალხებს შორის ხიდის აგება. სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში — ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს — გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის სივრცეა, ვიდრე მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენციის არენა. მსგავსმა ღონისძიებებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი დიპლომატიური უწყებების ინიციატივით იმართება, შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეფექტური როლი შეასრულოს. მსგავს ღონისძიებებზე „კულტურული დიპლომატია“ სიტყვების ნაცვლად, ნოტებით საუბრობს''- წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს

საქმე თუ აქამდე მივიდა, „ოპოზიციის ალიანსში“ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით.„ჩვენი ამოცანა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია; იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა. ე.წ. არჩევნებში, მაგალითად, 20%-ზე მეტის მიმხრობა ვერ მოახერხეს, მათ შორის კახა კალაძისთვის, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მყწობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენისთვის შევედით „ოპოზიციის ალიანსში“. ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.კითხვაზე, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ იყო, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „არ იყო და ვერც იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს.შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ. რამე თუ არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ“.ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

ბოლო სიახლეები