ვოლსკი პრეზიდენტს ნარკოდამნაშავეთა შეწყალების რაოდენობის გამო აკრიტიკებს

Read Time:39 Second

პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს თუკი ადამიანების შეწყალების დისკრეცია აქვს, არ შეიძლება, ეს კონვეიერული წესით ხდებოდეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ირაკლი ქორიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც წარსულშიც იყო მსჯავრდებული. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა. ეს ჰუმანური და სწორი ნაბიჯია, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური. პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, პასუხი საკუთარ ნამოქმედარზე აგოს, მით უმეტეს, თუ შეწყალება გაუმართლებელია. განსაკუთრებით შეკითხვას მძიმე და ნარკოტიკული დანაშაულისთვის შეწყალებულთა რაოდენობა იწვევს. თუ ეს გადაწყვეტილებები მექანიკურადაა მიღებული, მაშინ კითხვები საკმაოდ ბევრი ჩნდება“, – თქვა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ირაკლი ქორიძე 2014 წელს შეიწყალეს. შეწყალება პირადად ქორიძეს არ ეხებოდა, არამედ ეხებოდა ყველა პატიმარს, ვისაც შეკრებითობით საკმაოდ ბევრი წელი ჰქონდა მისჯილი.

„პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, თუკი ადამიანების შეწყალების დისკრეცია აქვს, არ შეიძლება ეს კონვეიერული წესით ხდებოდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პოლონური სააღდგომო “კულიჩი” ნაღებით
Next post 24-წლიანი ძებნის შემდეგ ჩინელმა ქალიშვილი იპოვა