სამშაბათი, ივნისი 9, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი – მომავალ წელს ომის დასრულების ყველა შანსი არსებობს, იანვარში ტრამპის წინადადებებს ვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყველა შანსი, ომის მომავალ წელს დასასრულებლად, ხოლო 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებები ომის დასრულების შესახებ.

„მე მსურს ვიხილო, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის წინადადებები. ვფიქრობ, ამ წინადადებებს უკვე იანვარში ვიხილავთ. მჯერა, გვექნება ამ ომის დასრულების გეგმა. დარწმუნებული ვარ, გვაქვს ყველა შანსი, მომავალ წელს ამის გასაკეთებლად. არსებობს შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ნაბიჯზე არ წამოვა. მაგრამ არსებობს გაერო-ს წესდება და ჩვენი ყველა ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება, პარტნიორების მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეხვედრის ლეგიტიმურობაზე, თუმცა მოსამზადებელი შეხვედრები შესაძლებელია ინაუგურაციამდეც.

„არ ვიცი, როდის იქნება შეხვედრები, არ მაქვს მონაცემები, გუნდები მუშაობენ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ გრაფიკებზე, ეს დამოკიდებულია შესაბამისი შეხვედრების ჩატარების ლეგიტიმურობაზე, თუ გვსურს შეხვედრები, სადაც რაიმე საკითხები წყდება, ეს ინაუგურაციის შემდეგ მოხდება. თუ გვექნება რაიმე მოსამზადებელი შეხვედრები, ისინი შეიძლება ინაუგურაციამდეც გაიმართოს“, – განაცხადა მან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრამდე მნიშვნელოვანია არ მიეცეს შესაძლებლობა, „ამა თუ იმ ტალღებს, ამა თუ იმ გარემოცვას დააპირისპირონ უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის მსურველი ბევრია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება, საუბარი, რომ ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა.„ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა. ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, როგორია დღეს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში.პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა.„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისში, მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.„საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა", - განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს – ბერის განმარტება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) განმარტება მიუტევებელი ცოდვის შესახებ.ბერის განმარტებით, სულიწმინდის გმობა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი, რომელსაც ღვთის განსაკუთრებული მადლით ღრმად აქვს გაცნობიერებული და გამოცდილი ღვთის არსებობა, შეგნებულად და ნებაყოფლობით უარყოფს მას. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს უკვე აქვს მიღებული ღვთის შემეცნების განსაკუთრებული გამოცდილება, თუმცა ამის მიუხედავად, თავად ირჩევს ღმერთისგან განდგომას.კითხვა: ვიცი, რომ ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება სულიწმინდის გმობის ცოდვის გარდა. ეს რას გულისხმობს? ზუსტად არ ვიცი და მართლა მიეტევება ყველა ცოდვა?პასუხი: სულიწმინდის გმობის ცოდვაა, როცა უფლისგან მადლმონიჭებული ადამიანი შეგნებულად უარყოფს ღმერთს. უფალი სულიწმინდის ძალით ზოგიერთ ადამიანს აძლევს მოჭარბებულ მადლს, რომლის ძალითაც ამ ადამიანისთვის ღვთის — სამების რეალობა ცხადზე უცხადესი ხდება. და თუ ამის შემდეგ ადამიანი მაინც გადაწყვეტს ეჭვი შეიტანოს ღვთის არსებობაში, მაშინ ის სცოდავს სულიწმინდის წინაშე, რომლის ძალითაც მას ეს მადლი ებოძა.ყველა სხვა ცოდვას, თუ ადამიანი მოინანიებს, ღმერთი მიუტევებს, მაგრამ ამ ცოდვას — ვერა, რადგან ამ შემთხვევაში მონანიება არსობრივად გამორიცხულია ამ ცოდვის ბუნების გამო.სწორედ ამ ცოდვაში ჩავარდა სატანა: ის ანგელოზი იყო და სავსე იყო ღვთის შემეცნების მადლით, მაგრამ მან შეგნებულად უარყო ღმერთი, რის გამოც მას უკვე მონანიება აღარ შეუძლია და, შესაბამისად, არც ღმერთს შეუძლია მისი მიტევება.

ირანის ელჩი: ჩვენ და ევროპა თანამშრომლობის თუ დაპირისპირების გზაზე? არჩევანი, რომელიც ევროპამ უნდა გააკეთოს

,,ჩვენ და ევროპა თანამშრომლობის თუ დაპირისპირების გზაზე? არჩევანი, რომელიც ევროპამ უნდა გააკეთოს.ევროპაში ჩემი ცხოვრების და საქმიანობის თითქმის ერთი ათწლეული გავატარე. ამ პერიოდში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ევროპის სამ მნიშვნელოვან დედაქალაქში — პარიზში, ბერლინსა და ვარშავაში. ყოველი მისიის დაწყებამდე თვეებს ვუთმობდი იმ ქვეყნების ისტორიის, კულტურის, საზოგადოების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ინტელექტუალური ტრადიციების შესწავლას, რომლებმაც თანამედროვე ევროპის საფუძვლების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ამ წლების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პოლიტიკოსებთან, მოაზროვნეებთან, უნივერსიტეტის პროფესორებთან, ხელოვანებთან, სპორტსმენებთან, მწერლებთან, ბიზნესმენებთან და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ზოგიერთთან კი მეგობრობა ჩამომიყალიბდა, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ გამოცდილებებს შორის განსაკუთრებულად მახსოვს არაერთი ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალერი ჟისკარ დ’ესტენთან, რომელიც ერთიანი ევროპის იდეის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტორად ითვლებოდა. ამ გამოცდილებამ ერთი მკაფიო დასკვნა გამაკეთებინა: მსოფლიო ევროპის გარეშე რაღაც მნიშვნელოვანს დაკარგავდა. ევროპა მხოლოდ სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ერთობლიობა არ არის. იგი კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების, კულტურული მემკვიდრეობის, სამეცნიერო მიღწევებისა და ცივილიზაციური გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფილოსოფიიდან და ხელოვნებიდან დაწყებული, მეცნიერებით, სამართლის სისტემებით, ლიტერატურითა და არქიტექტურით დამთავრებული — თანამედროვე სამყაროს ჩამოყალიბებაში ევროპის წვლილი უდავოა. თუმცა, როგორც ყველა ცოცხალი სისტემა, ევროპაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ევროკავშირმა ბოლო ათწლეულებში რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი შექმნა, მაგრამ დღეს მას რთულ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა — იდენტობის, უსაფრთხოების, განვითარების, მიგრაციის, გეოპოლიტიკური კონკურენციისა და გლობალურ წესრიგში საკუთარი ადგილის შესახებ. ჩემი აზრით, ევროპის მთავარი პრობლემა შესაძლებლობების ნაკლებობა არ არის. მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი პოტენციალის გარდაქმნაა დაბალანსებულ პოლიტიკურ და სტრატეგიულ როლად, რომელიც დღევანდელ სამყაროში ეფექტური იქნება. ევროპა საკუთარ შიგნით უფრო მეტად არის შეთანხმებული, ვიდრე გარე სამყაროსთან ურთიერთობისას. სხვადასხვა ისტორიული გამოცდილება, კულტურული ტრადიციები და ეროვნული ინტერესები ხშირად ართულებს საერთო და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას. ამავე დროს, მსოფლიოც შეიცვალა. ძალთა ბალანსი უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც სამი ათწლეულის წინ იყო. ჩნდებიან ეკონომიკური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური განვითარების ახალი ცენტრები და არც ერთ რეგიონს — მათ შორის ევროპას — აღარ შეუძლია მხოლოდ წარსულის მოდელებზე დაყრდნობით მოქმედება. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ევროპასა და სხვა ერებს შორის ურთიერთობებს დღეს უფრო მეტად სჭირდება თანამშრომლობის წესების ხელახალი გააზრება — წესების, რომლებიც ურთიერთპატივისცემას, განსხვავებულობის აღიარებას, კულტურული მრავალფეროვნების მიღებასა და თანასწორ დიალოგს დაეფუძნება. არც სხვების გარიყვა და არც მათი დამცირება არასოდეს ყოფილა წარმატებული ცივილიზაციური განვითარების საფუძველი. ქვეყნებმა, რომლებიც დღეს ევროპასთან ურთიერთობების ფორმირებას ცდილობენ, ევროპა ისეთი უნდა დაინახონ, როგორიც ის რეალურად არის — თავისი ძლიერი მხარეებით, შესაძლებლობებით, შეზღუდვებითა და სირთულეებით. თავის მხრივ, ევროპასაც მოუწევს თანამედროვე მსოფლიოს ახალ რეალობებთან ადაპტირება და სხვადასხვა კულტურასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ენის პოვნა. მე კვლავ მჯერა, რომ ევროპას შეუძლია XXI საუკუნეშიც დარჩეს ერთ-ერთ განმსაზღვრელ ძალად. თუმცა არა როგორც რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან ძალის ცენტრის ანარეკლი, არამედ როგორც დამოუკიდებელი ცივილიზაციური პოლუსი, რომლის გავლენაც დაფუძნებულია კულტურაზე, ცოდნაზე, ისტორიულ გამოცდილებასა და დიალოგის უნარზე. ჩემი თვალსაზრისით, ევროპის ყველაზე დიდი სიმდიდრე არც მისი ეკონომიკაა და არც სამხედრო შესაძლებლობები. მისი მთავარი ძალა საკუთარი გამოცდილებიდან სწავლისა და გადამწყვეტ მომენტებში თვითგანახლების უნარშია. თუ ევროპა ამ უნარს შეინარჩუნებს, იგი მომავალშიც დარჩება გონიერების, ბალანსისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად მსოფლიოში''-ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი წერს.

ბოლო სიახლეები