ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი – მომავალ წელს ომის დასრულების ყველა შანსი არსებობს, იანვარში ტრამპის წინადადებებს ვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყველა შანსი, ომის მომავალ წელს დასასრულებლად, ხოლო 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებები ომის დასრულების შესახებ.

„მე მსურს ვიხილო, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის წინადადებები. ვფიქრობ, ამ წინადადებებს უკვე იანვარში ვიხილავთ. მჯერა, გვექნება ამ ომის დასრულების გეგმა. დარწმუნებული ვარ, გვაქვს ყველა შანსი, მომავალ წელს ამის გასაკეთებლად. არსებობს შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ნაბიჯზე არ წამოვა. მაგრამ არსებობს გაერო-ს წესდება და ჩვენი ყველა ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება, პარტნიორების მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეხვედრის ლეგიტიმურობაზე, თუმცა მოსამზადებელი შეხვედრები შესაძლებელია ინაუგურაციამდეც.

„არ ვიცი, როდის იქნება შეხვედრები, არ მაქვს მონაცემები, გუნდები მუშაობენ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ გრაფიკებზე, ეს დამოკიდებულია შესაბამისი შეხვედრების ჩატარების ლეგიტიმურობაზე, თუ გვსურს შეხვედრები, სადაც რაიმე საკითხები წყდება, ეს ინაუგურაციის შემდეგ მოხდება. თუ გვექნება რაიმე მოსამზადებელი შეხვედრები, ისინი შეიძლება ინაუგურაციამდეც გაიმართოს“, – განაცხადა მან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრამდე მნიშვნელოვანია არ მიეცეს შესაძლებლობა, „ამა თუ იმ ტალღებს, ამა თუ იმ გარემოცვას დააპირისპირონ უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის მსურველი ბევრია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი-ათასობით მორწმუნე სამებაში, სული, რომელიც საქართველოს ზეციდან დაიფარებს -საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება

,,წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, — ამ ქვეყნის უდიდეს სულიერ ლიდერს, რომელმაც სამშაბათს სული უფალს მიაბარა. იქაურობა ერთდროულად აღსავსე იყო მწუხარებით, რწმენითა და სიმშვიდით; თითქოს განშორების ამ ცერემონიალში ერთდროულად გამოხატულიყო საქართველოს ისტორია, იდენტობა და სულიერება. რთულია, გადმოიცეს იმ ხალხის გრძნობები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში. ხალხს თვალები ცრემლით ჰქონდა დანამული, მათი სახეები კი გლოვას გამოხატავდა, როგორც იმ შვილებისა, რომელთაც მამა დაკარგეს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განურჩევლად ყველა ქართველისთვის მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა ქარიზმატულ და უაღრესად გავლენიან პიროვნებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ. რთულ წლებში, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პერიოდში, მან შეძლო სულიერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ღვთისმოშიშ საზოგადოებაში მორალური საფუძვლების განმტკიცება. ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო. მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა. ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა. წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო. საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა. ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს. ამინ”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ნათქვამია ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის. მისი მოღვაწეობა ქვეყნის სულიერი აღორძინების, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო.ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, მრევლსა და სრულიად საქართველოს.საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას“, – ნათქვამია საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში.

ალი მოჯანი-ათასობით მორწმუნე სამებაში, სული, რომელიც საქართველოს ზეციდან დაიფარებს -საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება

,,წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, — ამ ქვეყნის უდიდეს სულიერ ლიდერს, რომელმაც სამშაბათს სული უფალს მიაბარა. იქაურობა ერთდროულად აღსავსე იყო მწუხარებით, რწმენითა და სიმშვიდით; თითქოს განშორების ამ ცერემონიალში ერთდროულად გამოხატულიყო საქართველოს ისტორია, იდენტობა და სულიერება. რთულია, გადმოიცეს იმ ხალხის გრძნობები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში. ხალხს თვალები ცრემლით ჰქონდა დანამული, მათი სახეები კი გლოვას გამოხატავდა, როგორც იმ შვილებისა, რომელთაც მამა დაკარგეს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განურჩევლად ყველა ქართველისთვის მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა ქარიზმატულ და უაღრესად გავლენიან პიროვნებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ. რთულ წლებში, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პერიოდში, მან შეძლო სულიერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ღვთისმოშიშ საზოგადოებაში მორალური საფუძვლების განმტკიცება. ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო. მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა. ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა. წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო. საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა. ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს. ამინ''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მცირე ნდობა, რაც ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს.მისივე თქმით, „ირანის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგს გამოიღებს“.„მცირე ნდობა, რაც ადრე ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, მანამდე საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე – ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.როგორც სამძიმრის წერილში საჰიბა გაფაროვა აღნიშნავს, ყოველთვის დიდი პატივისცემით გაიხსენებენ მისი უწმინდესობის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში.„დიდი მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს“,  – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ბოლო სიახლეები