ვოლოდიმირ ზელენსკი – მეთხუთმეტე დღეა, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და მტერს წინააღმდეგობას ვუწევთ, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები

Read Time:1 Minute, 6 Second

უკვე მე-15 დღეა, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და მტერს წინააღმდეგობას ვუწევთ. უკრაინის ჯარი დარტყმებს იგერიებს მნიშვნელოვან პუნქტებზე. ჩვენი ჯარის წყალობით, ვგულისხმობ ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, კონტრტერორისტულ დანაყოფს და ყველას, ვინც ამ ბრძოლაში შემოგვიერთდა, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ვერ გადაფარავს იმ სამხედრო დანაშაულს, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სჩადის.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინიდან ბოლო დღეებში 60 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„რუსეთის ჯარი კი ცდილობს, დაბომბილი ქალაქებიდან მოსახლეობა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით გაიქცეს. ამით ისინი ნიადაგს ამზადებენ რუსული პროპაგანდისთვის. ისინი მუდმივად იტყუებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, დააჩოქოს უკრაინელი ხალხი, თუმცა ეს არ მოხდება.

„მინდა, მათ ხაზგასმით ვუთხრა – თქვენ პასუხს აგებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რუს პროპაგანდისტებს დასავლეთში შეძენილი ქონება ჩამოერთვათ. თქვენ ხომ გიყვართ სიმდიდრე, მაგრამ მალე ეს სიმდიდრე ხელიდან გამოგეცლებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ, ხელახლა ააშენებენ ყველაფერს, რაც მტერმა დაანგრია და ამას გააკეთებენ მოკლე დროში, ძალიან ხარისხიანად.

„ყველა დაზარალებულისთვის შევქმნით სახელმწიფო პროგრამას. უკვე დავავალე მთავრობას ამაზე მუშაობა. ჩერნიგოვი და სუმი, ჟიტომირი, იზიუმი და მარიუპოლი, ყველა ქალაქში, სადაც მტერმა ბოროტება დაატრიალა, რუსული ინტერვენციის კვალი აღარ დარჩება. საუკეთესო არქიტექტორებს დავასაქმებთ, საუკეთესო კომპანიებს მოვიწვევთ. მინდა, ეს ვთქვა ხარკოვთან მიმართებითაც, სადაც ახლა ყველაზე მძიმე ვითარებაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პუტინი გეგმავს, რომ რუსებს დაობლებული უკრაინელების შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცეს
Next post უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 მარტისთვის – დოლარი – 3.3189 ლარი, ევრო – 3.6607 ლარი, ფუნტი – 4.3644 ლარი