ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

Read Time:47 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

„მათი ვიზიტი არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით, ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს. მადლობას ვუხდი ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს მათი მუდმივად აქტიური და ეფექტიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვაში“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები უკრაინაში რუსეთის ომის გამო. მისი თქმით, ესტონეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს 3%-მდე გეგმავს.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გააორმაგონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები უკრაინაში ომის დროს და ომის შემდგომ. ჩვენ ვაპირებთ, ეროვნულ თავდაცვაზე დაიხარჯოს ჩვენი მშპ-ს 3%.

რეინსალუმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ კიევში შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილებოდა ევროკავშირის სანქციების გამკაცრება, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ფინანსური მხარდაჭერა და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს – ასეთი რამ არ გამიგია
Next post მსოფლიო ჭადრაკის დედოფალს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ხვიჩა კვარაცხელიამ მაისური უსახსოვრა