ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვისა და საქართველოს დასაცავად აუცილებელია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება

Read Time:25 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა, ახალი სანქციები აუცილებელია რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების დასაცავად.

„შემდეგი სანქციები უნდა ეხებოდეს გაზს, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. მსოფლიოს საპორტო ქალაქები უნდა ჩაიკეტოს რუსეთის გემებისთვის, სატვირთო გადაზიდვები უნდა შეწყდეს და „სვიფტში“ არავითარი გამონაკლისი რუსეთის არცერთი ბანკისთვის არ უნდა დაუშვან. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა რუსული აგრესიისგან დავიცვათ პოლონეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა, საქართველო და სხვა ქვეყნები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი – ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა…წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის: “ჩვენ ვიბრძოლებთ”
Next post გივი მიქანაძე: რუსეთი დანაშაულებში მხილებულია-„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა იმ მტკიცებულებების სათანადო ფორმით წარდგენა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა