ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ

Read Time:26 Second

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ.

ზელენსკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების იდენტობის შესანარჩუნებლად გეგმას შეიმუშავებს.

“ეს არის სიმართლე ისტორიული წარსულის შესახებ, რომელიც უკრაინის მომავლისთვის არის აუცილებელი”, – თქვა ზელენსკიმ.

დოკუმენტის მიხედვით, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიები დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქებშია.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება შექმნის სპეციალურ ცენტრს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეისწავლის.

ამასთან, კიევი იმუშავებს უკრაინის შესახებ მოგონილი რუსული მითების გასაქარწყლებლად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას საკუთარი ჯარის წინააღმდეგ, დიახ, ამ ადამიანებმა ქართული ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში – თამთა მეგრელიშვილი
Next post ნათია მეზვრიშვილი: არჩევნებზე მივდივართ მარტო , წერტილი!