ვლადიმირ ტიმოშკოვი: სკრიპალმა უარყო ორმაგი აგენტობა

Read Time:47 Second

სერგეი სკრიპალის თანაკლასელმა ვლადიმირ ტიმოშკოვმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ სკრიპალმა ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და რუსეთში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. ამის შესახებ BBC წერს.

“მან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს მისწერა და პატიება სთხოვა, რათა მისთვის რუსეთში დაბრუნების ნებართვა მიეცა. მისი დედა რუსეთში ცხოვრობდა. რუსეთში იმყოფებიან მისი ძმა და ნათესავები”, – განაცხადა ვლადიმირ ტიმოშკოვმა.

კრემლს ამ დრომდე არ დაუდასტურებია სერგეი სკრიპალის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის არსებობა. გავრცელებული ინფორმაცია რუსულ მედიასთან საუბრისას დიმიტრი პესკოვმა უარყო.

ცნობილი გახდა, რომ 26 მარტისთვის 20 ევროპული ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებას გეგმავს.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლისის ტბაზე „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი იმართება
Next post დღეს მსოფლიოს ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება