ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

Read Time:30 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, საგანგებო სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მან რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით და გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სატელეფონო კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღო.

„რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მე გავმართე საგანგებო კონსულტაციები ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან და მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა“ , – წერს ვლადიმირ ზელენსკი.

უკრიანული მედიის ცნობით, სხდომა კიევის დროით 20:00 საათზეა დანიშნული.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრები გამართეს ვლადიმერ პუტინთან.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: ბევრი საქართველოს ორი პერსონით იცნობს – სტალინით და სააკაშვილით… შევარდნაძეც იციან, მაგრამ ის ახალი თაობისთვის უცნობია
Next post ევროკავშირი მოსკოვს სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ რუსეთი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებს