პარასკევი, მაისი 9, 2025

ვლადიმერ პუტინი – 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს, თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ არ გადადგამენ მეორესაც

​2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს, თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ არ გადადგამენ მეორესაც​, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ „უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი“.

„თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება“, – განაცხაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ კიევი ყირიმის დაბრუნებისთვის ბრძოლას სამხედრო გზით დაიწყებს.

„მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში“, – დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

„თუმცა, ამის მიუხედავად, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს. რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რატომ გააკეთეთ ეს? აშშ-ის ზეწოლით. ეს არის პასუხი. თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ ისინი არ გადადგამენ მეორესაც“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, დონბასში არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის.

„ხალხმა განაცხადა, რომ ისინი ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკას აყალიბებდნენ – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ამ მომენტიდან დაიწყო წინააღმდეგობა კიევის ხელისუფლებისა და ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების. ამასთან დაკავშირებით მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, რომ მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო წარმოქმნილი წინააღმდეგობა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთთან დასაპირისპირებლად საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვისთვის.

„დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალურ პრობლემებთან, კერძოდ ევროპაში, ვინაიდან უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ჩვენს ქვეყანასთან, რუსეთთან დასაპირისპირებლად, ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები