ვიქტორ ყიფიანი: კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა

Read Time:1 Minute, 10 Second

ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა; ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

კერძოდ, ადვოკატმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა.

ადვოკატი ამბობს, რომ კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილს კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა.

„ჩვენ ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა. ეს ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუმცა ეს რა მოსატანი არის, ინტერვიუ ხანგრძლივი იყო და ამიტომ ჩვენ სხვა მეტად საინტერესო და უცნაური შეფასებები მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან. თავს არ შევაწყენ მსმენელს ახლა ამ უცნაურობის განმარტებით და ამით შემოვიფარგლები, ნიშნად ჩემი პატივისცემისა ინსტიტუტისადმი.

ადვოკატი, ზოგადი გაგებით, ნიშნავს ადვოკატირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ლობირებას, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური დატვირთვის დოკუმენტზე; ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა