ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

ვიქტორ ყიფიანი: ბერმუდას აპელაციამდე გარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის – ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ მოსარიგებლად

ბერმუდას აპელაციამდე გარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის. ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ სამომრიგებლოდ. გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდა, შემდეგ ეს პროცესი შენელდა ბანკის მოსაზრებით, რომ ჯერ შედგეს ბერმუდაზე აპელაცია და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხსო, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„ბერმუდაზე აპელაციის მიმდინარეობამ ფაქტობრივად გაართულა პროცესი და განხილვის შემდეგ, ფაქტობრივად შეჩერდა. როდესაც ჩვენ აკრძალულ ილეთებზე ვსაუბრობთ, არამარტო პირდაპირი კანონდარღვევაა, ეს არის გარკვეული თვალთმაქცობა ბანკის მხრიდან. სინგაპურში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, როდესაც მან თქვა თავის გამოსვლაში, რომ განგსტერულ მოქმედებებს ფარდა აეხადა, სწორედ რომ სასამართლოს თვალში თვალთმაქცურად იმიჯის შესანარჩუნებლად, ბანკმა უკვე სინგაპურის პროცესის განმავლობაში გადმოდგა გარკვეული ნაბიჯები“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღუდუშაური გახარიას: რა დღეში ხარ – რას ბლატაობ?!

რა დღეში ხარ - რას ბლატაობ?! - ასე მიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას ონლაინ ერთვება.ღუდუშაურმა თეა წულუკიანს სიტყვა მაშინ გააწყვეტინა, როცა ყოფილი პრემიერმა "ოცნების" განცხადებებს "ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ ქვეყნიდან კონკრეტული მისიით არის გასული და არ გაქცეულა, რასაც ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს. გიორგი მოიხედეთ, ერთი წამი, რა დღეში ხარ, ერთი გამაგებინე. რა იყო, შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, ახლა დგახარ და გგონია რომ ბლატაობ ხო? ცოტა გააკონტროლე თავი! შენ ეტყობა "თუთხაშხიას" ბევრს უყურებდი - გაპარვის ეპიზოდი რომ არის, რა საოცრად წავიდაო, ხოდა გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურე ამას, ბლატაობს აქ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

პარლამენტმა მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულე პირების მხრიდან ჩადენილ რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა

პარლამენტმა მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულე პირების მხრიდან ჩადენილ რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა. საკანონმდებლო ორგანომ ცვლულებები მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – აღნიშნული ქმედება, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.თვითნებურად გადაკეთებულად, მათ შორის, ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.ზემოთ აღნიშნულის გარდა, პასუხისმგებლობა დაწესდა სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას.დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.ამასთან, ცვლილებებით, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება ქვეითად მოსიარულე პირებისთვისაც.ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის, 10 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 50 ლარი იქნება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.იგივე ქმედება, თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სკოლის ისტორიის, მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს. საქართველოს პრეზიდენტი სამთო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნა.„საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი თავდაცვის ძალების ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა. მიხარია, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრის შესაძლებლობაც გვქონდა. ეს არის განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი წარმატებული პროექტი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და თავდაცვის ძალებს გააჩნიაT შესაძლებლობა, რათა ჩვენი სამხედროები მოემზადონ მაღალ დონეზე. ამასთან, სასიამოვნოა, რომ  ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან სამხედრო სწავლებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი გახარია მანდატების შეჩერებაზე – ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა

ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც მისი პარტიის მანდატების გაუქმებას ეხმაურება.„დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“, - წერს გახარია.მისი თქმით, პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც პარტიამ პასუხისმგებლობით გამოიყენა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი თქვა რა მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, მაგრამ არ დათმო ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი.ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: - გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

პაატა ბურჭულაძე – მოვედი მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია – პოლიციაში შემთხვევით გავიგე

დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე,- ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, ის რუსთაველის გამზირზეა ყოველ საღამოს.“დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე. მე რუსთაველზე ვარ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, 216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება, სად არის ეს 182 ჯარიმა?” - წერს ბურჭულაძე.

ბოლო სიახლეები