ვიქტორ სანიკიძე: 2024 წელს განაცხადს ვაკეთებთ ევროკავშირში გაწვრიანებაზე, დღეს კი ფარულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ, რაც უკან ხევს ქვეყნის განვითარებას
გაცხადებული გვაქვს, რომ 2024 წელს განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და დღეს ვლაპარაკობთ 2010 წლის რაღაც ფარულ ჩანაწერებზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და უკან ხევს ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.
„როცა გადაწყვეტილება მივიღე და შევუერთდი „ქართულ ოცნებას“, არნახული ბულინგი წავიდა ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ღვარძლი და ლანძღვა-გინება. მეც მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც არაა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, სხვა პარტიებს ემხრობიან. მე მათ არჩევანს პატივს ვცემ, თუმცა არ ვიზიარებ მათ პოზიციას. როგორ შეიძლება, როცა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მილიონობით ამომრჩევლი და და ყველას მიმართ იყოს ასეთი რადიკალური დამოკიდებულება. პატივი ხომ უნდა ვცეთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს“, – განაცხადა სანიკიძემ.
ვიქტორ სანიკიძემ ასევე კომენტარი მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა. „გვერდზე რომ გადავდოთ ეს საკითხი, ავთენტურია თუ არა ფარული ჩანაწერი, რაც მეორე დღეს ვიხილე პერფორმანსის სახით, რაც ხდებოდა ამ ოჯახის სახლთან, ესაა იმდენად მიუღებელი და ლუსტრაცია იმ მხარის, არამგონია რომ საღად მოაზროვნე ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე, რომელიც ამ პროტესტს შეხედავს, მისთვის ნათელია, რასთან გვაქვს საქმე“, -აღნიშნა სანიკიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...