ვინ არის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს თსუ-ის აუდიტორიაში პროვოკაციის მოწყობა სცადა

Read Time:24 Second

პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს, პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში, ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.

სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუქ პოსტით გიორგი მუმლაძემაც დაადასტურა. თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს.

პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – რეალურად, უკვე გვაქვს ხელშესახები პროგრესი 12-ვე პუნქტის მიმართულებით, რჩება რამდენიმე საკითხი და ამასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ მუშაობას
Next post დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა