ვახტანგ მეგრლიშვილი: ხვალ იქნება შეხვედრის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ

Read Time:25 Second

დღეს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, რაც ხვალაც გაგრძელდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

„დღეს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, რაც ხვალაც გაგრძელდება. ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ. შეთანხმება ყველაფერზე შეთანხმებას ნიშნავს და არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, შესაბამისად, არ დაგვისრულებია და შეთანხმება არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით. დღეს მხოლოდ საკითხების ნაწილი განვიხილეთ, ხვალ დავასრულებთ განხილვას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: საუბრის შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება
Next post ხათუნა სამნიძე: შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით – ეს არის მიზანი