ვახტანგ მეგრელიშვილი – „სირცხვილია“ როგორც ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი

Read Time:32 Second

„სირცხვილია“ როგორც ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები საკუთარი შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ კატასტროფული შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან კოლეგების ჩხუბის კამპანია შეცდომაა და მათი გადმოსახედიდან მუშაობის ერთადერთი გზაა, გააჩნია მიზანი რა არის. მაგრამ თუ მიზანი ის არის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რაიმე პოზიტიური როლი ვითამაშოთ, ეს არათუ შეცდომაა, არამედ ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესში არმონაწილეობა ძალიან მძიმე შეცდომაა. იდეაში, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის მათი მხრიდან დასრულება. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან, როგორც „სირცხვილია“ ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები საკუთარი შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ კატასტროფული შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა; ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის
Next post ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდი ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს