ვახტანგ გომელაურმა შსს-ში დასაქმებულ 9-შვილიან ელისო ანსიანს დედის დღე მიულოცა

Read Time:52 Second

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს რეგიონული უზრუნველყოფის წალკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურეს, 9-შვილიან დედას – ელისო ანსიანს სახლში ესტუმრა, დედის დღე მიულოცა, საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი 9-შვილიანი დედა ბრძანდებით. ასევე, გვყავს ორი 8-შვილიანი დედა. 9 შვილი – ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მინდა, გისურვოთ ბევრი სიხარული, ბევრი წარმატება თქვენ, თქვენს შვილებს და მთლიანად თქვენს ოჯახს“, – მიმართა ვახტანგ გომელაურმა მრავალშვილიან თანამშრომელს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ელისო ანსიანის მეუღლესა და შვილებს გაესაუბრა. მათ შორის ყველაზე უფროსი – თინათინი 23 წლისაა, ყველაზე უმცროსი – მარკოზი კი ექვსი წლის. ელისო ანსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლიდან მუშაობს.

„ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ჩემთვის. მინისტრი ჩამოვიდა პირადად, რომ დედის დღე მოელოცა, ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად. ოთხი წელია, რაც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, თანადგომას და დაფასებას ხელმძღვანელებისგან. დღეს, ასე მოულოდნელად რომ მოვიდნენ, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ელისო ანსიანმა მინისტრის სტუმრობის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვის სპეციალური დანამატია დაწესებული. თითოეული მათგანი სტატუსის შესაბამის დანამატს ყოველთვიურად იღებს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას
Next post არჩილ თალაკვაძე – დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია აქვთ