ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

Read Time:24 Second

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო
Next post მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია მოახერხებს ერთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც, ვფიქრობთ შეთანხმებას მივაღწევთ