ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

Read Time:37 Second

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მეგობრებს პირადად მიუსამძიმრეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ხსოვნას პატივი მიაგეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელის, უფროსი დეტექტივის, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები თბილისში, წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძარში მიმდინარეობს. დილიდან გარდაცვლილი კოლეგის სამოქალაქო პანაშვიდზე მიდიან პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს, ოთარ ღვინაშვილს ხვალ, 24 იანვარს მშობლიურ სოფელში, პატარა ჩაილურში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბატონო ლევან, მე უნდა მეთქვა ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ, აუცილებლად უნდა მეთქვა მთელი საქართველოს სახელით-ლევან ბერძენიშვილი პოსტ ტვ-ს ჟურნალისტმა ქუჩაში გალანძღა
Next post თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე-დაატარებენ შილაფლავივით ამ უზნეობის სიმბოლოს