ვახტანგ გომელაური: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. პირადად მე რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა

Read Time:51 Second

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. მე პირადად რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი – რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა, როდესაც მართალი ხარ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ჩვენი პოლიციელების ღირსების შელახვის; საღებავების თავზე დასხმა, ფქვილის შეყრა, კვერცხების სროლა, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარ ვსაუბრობ. ამ მხრივ ადმინისტრაციული სასჯელი გავამკაცრეთ, რასაც მოყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი ჩვენი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანოების მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ადმინისტრაციული კოდექსი გვაქვს ჩვენ ამ კუთხით შედარებით ყველა ევროპულ ქვეყანასთან. 15 დღეა მაქსიმუმ [პატიმრობა] განმეორებითზე, თუ ადამიანმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაემორჩილა. 10-ჯერ უფრო მძიმეა სასჯელი ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში – თვეებია პატიმრობა. ჯარიმის გადასახადიც ჩვენთან თუა პირობითად 2000 ლარი, იქ, სხვადასხვა შტატში არის 30000 დოლარი. ძალიან ძნელია, როდესაც პოლიციელი თვითონ არ არის დაცული და ამ დროს სხვა უნდა დაიცვას. [ამიტომ] გავამკაცრეთ ჩვენს ეს კანონი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. მე პირადად რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი – რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა, როდესაც მართალი ხარ“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – ზოგი ჭირი მარგებელია, ხშირად ვამბობ კერძო საუბრებში, რომ პარტიაში არჩევნების შედეგები დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა
Next post VIDEO: ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა – ემოციური კადრები აეროპორტიდან