ვახტანგ გომელაური: გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა

Read Time:1 Minute, 3 Second

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, კრიმინალური პოლიციის რეფორმებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე ისაუბრა.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციის დანაყოფებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რეფორმების ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და ყურადღება პოლიციელთა შეიარაღების განახლებაზე გაამახვილა.

„2020 წელს პოლიციის ახალი შენობები აშენდა წალენჯიხაში, ბაკურიანში, რუსთავსა და პანკისში. ამჟამად მიმდინარეობს გურჯაანის, ომალოს, აბასთუმნის, მესტიის პოლიციის შენობების მშენებლობა. 2021 წლის დასაწყისში მნიშვნელოვნად განახლდა სამინისტროს ავტოპარკი. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი
Next post რატი იონათამიშვილი: ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები