ვაშლის უგემრიელესი დესერტი

Read Time:36 Second

 

55   გრ. კარაქი
4   ცალი ვაშლი
2   ჩ/კ სიმინდის ფქვილი
12  ჭიქა ცივი წყალი
12  ჭიქა ყავისფერი შაქარი
12  ჩ/კ დაფქული დარიჩინი

გათალეთ ვაშლები, ამოაცალეთ გული და დაჭერით 5-6 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად. დადგით ქვაბი ან ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ვაშლი და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში, სანამ ვაშლები არ დარბილდება. თან მუდმივად ურიეთ.

გახსენით სიმინდის ფქვილი წყალში და შემდეგ ჩაუმატეთ ვაშლს. შეურიეთ ყავისფერი შაქარი და დაფქული დარიჩინიც. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ პერიოდულად. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით ცხლად.

სურვილისამებრ: შეამცირეთ სიმინდის ფქვილი 1 კოვზამდე; ყავისფერ შაქართან და დარიჩინთან ერთად დაუმატეთ 1 კოვზი ვანილიც და დაფქული მუსკატის კაკალიც. ცოტაოდენი ნიგოზიც და ქიშმიშიც, თუ გიყვართ. ძალიან გემრიელია ბლინებთან და ნაყინთან ერთად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეგობრული მშობლები
Next post ვაშლის დონატები მარტივად და სწრაფად