ორშაბათი, ივნისი 29, 2026

ვატო შაქარიშვილი: უკრაინის გამარჯვების მითი დანგრეულია და ახლა უკვე თვალს ვადევნებთ მარცხის ერთმანეთზე გადაბრალების პროცესს

кінець! – უდიდესი ბლეფი, სრული კატასტროფით მთავრდება! კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებები, გაშიფრული დამნაშავეების ქმედებებია; ასევე, ეს განცხადებები პასუხია აშშ-ისა და ევროპის ბრალდებებზე, უკრაინის ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ.

„кінець! – უდიდესი ბლეფი, სრული კატასტროფით მთავრდება! კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. გენერალიტეტის და სამხედრო ხელმძღვანელობის შემდეგ, უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე ადგილობრივი პოლიტიკური კლასიც ალაპარაკდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნის ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ის ფრონტზე არსებულ ვითარებას “ჩიხს” უწოდებდა, ზელენსკიმ გენერლის შეფასებები მკვეთრად გააკრიტიკა, დღეს უკვე თავად მოუწია უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის აღიარება.
NATO-ს გენერალური მდივანი, მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინიდან “ცუდ ამბებს” უნდა ველოდოთ.

უკრაინის გამარჯვების მითი დანგრეულია და ახლა უკვე თვალს ვადევნებთ მარცხის ერთმანეთზე გადაბრალების პროცესს.

როდესაც ევროპასა და აშშ-ში უკრაინის დახმარების მიმართ კონსოლიდაციის ხარისხი მკვეთრად შემცირდა, გამოჩნდა არახამია და გამაფრთხილებელი მესიჯიც გაუგზავნა კოლექტიურ დასავლეთს. მან განაცხადა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისთვის სასარგებლო სამშვიდობო შეთანხმება, ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა, რომელიც სასწრაფოდ ჩავიდა კიევში და უკრაინას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ, AP-სთან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა, დასავლეთიდან გაგზავნილი შეიარაღების რაოდენობის გამო, მისი თქმით სწორედ იარაღის ნაკლებობამ განაპირობა კონტრშეტევის ჩავარდნა. არახამიამ თქვა, დიდ ომში დასავლეთმა ჩაგვითრიაო, ზელენსკიმ თქვა, რომ ამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის იარაღი არ მოგვაწოდესო. მათ, დასავლეთზე სცადეს პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანა, რაც სიმართლისგან შორს ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს სიმართლის თქმის სურვილით არ არის ნაკარნახევი, არამედ ეს არის გაშიფრული და სასოწარკვეთილი დამნაშავეების ქმედებები, რომლებსაც ფეხქვეშ მიწა ეწვით და არჩევნების ჩატარებაზეც კი უარს ამბობენ. ასევე, ეს არის ერთგვარი პასუხი, იმ საფუძვლიან ბრალდებებზე, რაც უკვე ასე ხშირად ისმის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის შესახებ და იმ შეცდომების თაობაზე, რომლებიც ზელენსკის გუნდის მიერ იქნა დაშვებული, რამაც საბოლოო კრახი განაპირობა. ისინი აშანტაჟებენ საკუთარ პატრონებს გლობალური ომის პარტიიდან, რომ თუ ბოლომდე არ უპატრონებენ, მთელ მსოფლიოს საკუთარი პირით მოუყვებიან სიმართლეს, უახლესი ისტორიის უდიდეს ბლეფზე, რაც ბევრისთვის აქამდეც დიდი ხანია ნათელია. ამასთან დაკავშირებით დაწერა ფრანგმა პოლიტიკოსმა, პარტია „პატრიოტების” ლიდერმა, ფლორიან ფილიპმა, რომლის თქმითაც, „დიფ სთეითი” (The Deep State) იქცევა ისე, როგორც ყოველთვის იქცევა – ქმნის მარიონეტებს, შემდეგ მოისვრის და ბოლოს ანადგურებს მათ!

ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრის და ერთ დროს, ქართველი ლიბერალების კერპის, არესტოვიჩის განცხადებით უკრაინა ვეღარც კი იოცნებებს ისეთი შეთანხმების გაფორმებაზე, როგორიც სტამბოლის მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მილიონამდე მსხვერპლით, ათეულობით მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანით, ამოწყვეტილი გენოფონდით, მიწასთან გასწორებული ქალაქებით, დანგრეული ინფრასტრუქტურით, ამერიკული კორპორაციების ხელში გადასული ეკონომიკით, უდიდესი ვალებით მიდის იმ წერტილში, სადაც შეეძლო ყოფილიყო აღნიშნული წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედიის გარეშე!!!
ამ ფონზე, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ ომის შემდეგ, ის და მისი მეუღლე დასასვენებლად წასვლას აპირებენ… როგორც ჩანს, გადაიღალა ჟურნალებისთვის პოზირებით… წარმოუდგენელია ამაზე დიდი ცინიზმი!

ქვეყანა დაანგრიეს, გრძელვადიანი კატასტროფისთვის გაწირეს და წავალთ მალდივებზე დავისვენებთო…

P.S.
ერთი-ერთში იგივე სცენარის განხორციელება სურდათ და დღემდე სურთ საქართველოში…” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ტაძრიდან, სადაც სასწაულები ყოველდღიურად ხდება

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა ნექტარიოს ეგინელის სარტყელია დაბრძანებული, მორწმუნეებს მისვლა და მოლოცვა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ. დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. ამის შესახებ სასულიერო პირი საუბრობს და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ, წმინდა ნექტარიოსის ხატს მირონი წამოუვიდა, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ ეს ყველაფერი. წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულები კვლავ გრძელდება,“ - ამბობს სასულიერო პირი.ვრცლად ↓ 

წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა… – ამინდი უარესდება

29 ივნისი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +14, +19°,  დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით  +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +16, +21°.

პედრო სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა – „ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ლგბტქი+ უფლებების დაცვას.სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ესპანეთი თავისუფლების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის საუკეთესო ადგილია.„ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი. მათთვის, ვინც გზა გაიკვალა  და მათთვის, ვინც ამას განაგრძობს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და დავიცავთ მოპოვებულ ყველა უფლებას“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება – „რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას – ესეც არ გამოსდით“, – განაცხადა  პუტინმა.

ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ისრაელი შეუერთდა იმ 32 ქვეყანას, „რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს“.„სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არასდროს არის გვიან. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერისთვის და მთავრობის მინისტრებს იმ რეზოლუციის ერთხმად დამტკიცებისთვის, რომელიც ჩემი ინიციატივით ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებდა. ამით ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს და უარყვეს მისი უარყოფის მცდელობები”, – დაწერა საარმა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების სისტემურ განადგურებასა და იძულებით დეპორტაციას გულისხმობს. თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი ოსმალურ ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპა, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს მსხვერპლის რაოდენობას და დღემდე უარყოფს, რომ ეს მკვლელობები სისტემატურად იყო ორგანიზებული და გენოციდს წარმოადგენდა.

ბოლო სიახლეები