ვასილ მაღლაფერიძე: ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო

Read Time:1 Minute, 10 Second

საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი მწერსა და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან!, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში, Facebook-ის საკუთარ გვრდზე წერს.

„ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი მწერსა და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან!

P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“, – წერს მაღლაფერიძე.

ამასთან, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის კუთვნილების საფუძველი არ არსებობს.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ამაზე ნურც იოცნებებენ
Next post გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა