ვასილ გველესიანი: მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება

Read Time:32 Second

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი
ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა.
ვასილ გველესიანმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საკუთარი ხედვები და
სამოქმედო გეგმა, რომელთა განხორციელებაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
გაძლიერებას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„აღმაშენებლის გამზირზე თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივებს და აქ მდებარე
სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შევხვდით.
ამ გამზირზე, ბოლო წელიწადნახევარია, ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე.
უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც
მიმართული იქნება გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს
როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება.
მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე,
ლამაზი და თანამედროვე იქნება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: პარტიული ტელევიზიების შენახვა ათეულობით მილიონი ჯდება, როცა ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საუბრებიდან
Next post მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინციდენტზე: კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნიკა გვარამიასგან – „მთავარი არხის“ ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა