„ვარსკვლავის შვილის“ მონეტა კოსმოსში გაიგზავნება

Read Time:1 Minute, 44 Second

ძველი მონეტა, რომელიც ბარ-კოჰბის აჯანყების პერიოდშია
გამოშვებული და ცოტა ხნის წინ იუდეის გამოქვაბულში იქნა
აღმოჩენილი კოსმოსში გაიგზავნება. ეითან სტიბემ, ისრაელის
ისტორიაში მეორე ასტრონავტმა გადაწყვიტა 1900 წლის წინანდელი
მონეტა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაიღოს.
ისრაელის ძველი ნივთების სამმართველომ (IAA) გაავრცელა
განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სტიბემ რამდენიმე ხნის წინ
იერუსალიმში, მკვდარი ზღვის გრაგნილების ლაბორატორია
მოინახულა. იქ მას ძველი არტეფაქტები დაათვალიერებინეს, მათ
შორის მონეტები და გრაგნილები. ერთერთი გრაგნილი ენუქის წიგნის
გრაგმენტებია, რომელიც 2000 წლის წინაა შექმნილი. ამ გრაგნილში
ნოეს დიდი ბაბუის ენუქის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ცაში
აღვლინადა ანგელოზებთან ერთად. ანგელოზებმა მას მზე, მთვარე და
ვარსკვლავები აჩვენეს.
მონეტა, რომელიც ასტრონავტმა აირჩია, რომაელთა წინააღმდეგ მეორე
აჯანყების პერიოდს განეკუთვნება. მას აჯანყების ლიდერის შიმონ
ბარ-კოჰბის სახელით მოიხსენიებენ. არტეფაქტი, სხვა მრავალ
ნივთთან ერთად წინა წლის მარტში, ე.წ. საშინელებათა ქვაბულში
აღმოაჩინეს.
მონეტის ორივე მხარეს მეორე ტაძრის პერიოდის ებრაული
სიმბოლოებია გამოსახული. პალმა და წარწერა „შიმონი“ ერთ მხარეს,
და ყურძნის ფოთოლი და „ისრაელის თავისუფლების მეორე წელი“
მეორე მხარეს. სტრონავტმა სტიემ ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მონეტა
წარმოადგენს: „მიწასთან კავშირს, ქვეყნისადმი სიყვარულსა და
ისრაელის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას“.
ისრაელის ძველი ნივთების სამმართველოს (IAA) დირექტორმა ელი
ესკოზიტომ თქვა, რომ ეს მეტად ღირშესანიშნავი მომენტია და

დაამატა, რომ ეროვნული მეხსიერება შიმონის, აჯანყების მეთაურის
შესახებ იმდენად მტკიცეა, რომ მას ზედმეტსახელად ბარ-კოჰბი
(„ვარსკვლავის შვილი“) შეარქვეს. „დღეს, კი შიმონის ზედმეტსახელი
დამატებით მნიშვნელობას იძენს, ის ძველი მსოფლიოსა და ახალი,
ინოვაციური სამყაროს ისტორიულ შეხვედრის სიმბოლო გახდა“.
ისრაელის ძველი ნივთების სამმართველომ (IAA) სწორედ ეს
არტეფაქტი წარმოადგინა კოსმოსში გასაგზავნად, რადგან ებრაელთა
ისტორიის სიმბოლო კოსმოსში გაიგზავნოს კოსმოსური პროგრამა
„Rakia-ს“ ფარგლებში („Rakia“ – ცის კამარა, ასე ქვია ისრაელიდან
პირველი ასტრონავტის ილან რამონის ჩანაწერებს, რომელიც შემდეგ
წიგნად გამოიცა).
საერთაშორისო ეკიპაჟის გაფრენა კოსმოსში მომავალი წლის
დასაწყისისათვისაა დაგეგმილი. სტიბე დედამიწის ორბიტაზე
სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით გაემართება. ის კოსმოსში,
საერთაშორისო სადგურზე 10 დღე-ღამე დაჰყოფს, და 44 სამეცნიერო
ექსპერიმენტის ჩატარებაში მიიღებს მონაწილეობას.
თადარიგის პოლკოვნიკი ეითან მეირ სტიბე გამოჩენილი სამხედრო
მფრინავია. ის მსოფლიოში F-16-ის ერთადერთი სამხედრო მფრინავია,
რომელმაც ერთ საჰაერო ბრძოლაში მოწინააღმდეგის 4
თვითმფრინავის განადგურება შეძლო. სტიბე მეორე ასტრონავტია
ისრაელიდან და მე-16 ებრაელი ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში
გაფრინდა. ეითან სტიბე ავიაციაში ილონ რამონის მმართველობის ქვეშ
მსახურობდა, რომელიც 2003 წელს კოსმოსური შატლის „კოლუმბიას“
აფეთქებისას დაიღუპა.
ფოტოზე: ელი ესკოზიტო და ეითან სტიბე (იოლი შვარცის ფოტო, IAA)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
Next post ამირან გამყრელიძე – ყველა უნდა ვეცადოთ, რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ძალიან მაღალია