„ვაპირებ, ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას, ასევე, ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის“ – სააკაშვილი

Read Time:24 Second

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტექდათვალიერება გასაუქმებელია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები კი 10-ჯერ არის შესამცირებელი.

„თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.

ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე: არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება, ყალბდება მანამდე
Next post ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს