ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

„ვაპირებ, ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას, ასევე, ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის“ – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტექდათვალიერება გასაუქმებელია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები კი 10-ჯერ არის შესამცირებელი.

„თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.

ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს

ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა El Al-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება. „მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში. 25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას ჩამოვარდა „აზერბაიჯნის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალი წყაროს ინფორმაციით, გროზნოს რაიონში თვითმფრინავს სავარაუდოდ რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

“პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი…” – ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარი არხის” დატოვების მიზეზებს განმარტავს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის გაპიარების და თავად ჟორჟოლიანის ფონდისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო დატოვა. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ნანუკას არ სჭირდება პიარი, თუმცა საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის და არ უნდა მოხდეს არხის დავიწროება. „პიარი კი არ სჭირდება ნანუკას, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში სჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.

რეჟისორი გიზო გაბესკირია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია. გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). გაბესკირია 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად. 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად. 1997 წლიდან მოღვაწეობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი. გიზო გაბესკირია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

აქცია რუსთაველის გამზირზე - უკვე ერთი თვეა, საქართველოში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მთავარი მოთხოვნები კი უცვლელია - დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ადგილზე იმყოფება რამდენიმე საპოლიციო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა.

ჯგუფი “ფორტე”- მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ-ისე, მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის...

“მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ”,- ამის შესახებ ჯგუფი “ფორტეს” ფეისბუქ სტატუსშია აღნიშნული. “ფილმ ,,დაკარგულ სამოთხე”-ში არის ასეთი მომენტი — ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე,, უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო”. ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ )ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ…… P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის…”- წერს ”ფორტე”.

ბოლო სიახლეები