ვანო მერაბიშვილი: მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში

Read Time:38 Second

თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა “ქართული ოცნების” პრორუსულ ორიენტაციაში, ახლა კითხვები აღარვის უჩნდება, 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ბევრისთვის გასაკვირად საქართველოს მთავარობამ აშკარად პრორუსული პოლიტიკა აირჩია, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში, სადაც SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა..

„მე, როგორც ქართველს მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში, არ არიან უკრაინელების მოკავშირეები. საქართველომ თავისუფლებისთვის და ევროპული ორიენტაციისთვის ბევრი გადაიხადა და ახლა, როცა მთელი ევროპის ბედი წყდება, საქართველო რუსეთის ბანაკშია და პრაქტიკულად, მისი მოკავშირეა.

მოხარული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ რეაქცია მისცა ამ კანონის [უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ] მიღებას სერიოზული აქციებით. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იძულებული გახდა გაეწვია ეს კანონი. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა, პირველი გამარჯვება და იმედი მაქვს, საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“,- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე
Next post პრემიერი: აქციაზე ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის პარტიის წევრები ყველაზე მეტად იქცეოდნენ პროვოკაციულად, მათ ჰქონდათ დავალება, პირდაპირ შესულიყვნენ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან