ვანო მერაბიშვილი: დასავლეთის ზეწოლა შიდა პროტესტების პარალელურად უნდა გაძლიერდეს. რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ

Read Time:44 Second

ვანო მერაბიშვილი დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მერაბიშვილი ამბობს რომ დასავლეთის ზეწოლას, ზურგს შიდა პროტესტები უნდა უმაგრებდეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს. განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარკ ფეიგინის გადაცემაში გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ ქმედებებზე გადავა და ეს შედეგებს მოგვცემს. მთავარი პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ხელმძღვანელობის მიმართ იყო პასიურობა, არასაკმარისი აქტიურობა სააკაშვილის დასაცავად და პასიური დამოკიდებულება აქციებსა და ზეწოლის მიმართ. ცოტა ხნის წინ ჩატარდა შიდა არჩევნები და მოხდა პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში მთელს საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები. დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ თქვენც შეამჩნევთ როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენ და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად. დასავლეთის ზეწოლა შიდა პროტესტების პარალელურად უნდა გაძლიერდეს. რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილზე: ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ და საკუთარი პრეზიდენტობის ხანას, საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ სირცხვილი რა არის
Next post დიმიტრი ხუნდაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი