ვალერიან ცერცვაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს, 6 წელია აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე და ჩემი უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად ფაქტების შეგნებულად დამახინჯებაა

Read Time:31 Second

ამერიკის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე სოციალურ ქსელში ფაქტს ეხმაურება.

„მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, – წერც ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს დასანქცირება უნდათ, დაიწყონ სააკაშვილით, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინასა და ევროპაში. აი, ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ
Next post ბრაზილიაში, საბავშვო ბაღზე მომხდარ თავდასხმას 4 ბავშვი ემსხვერპლა