ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს

Read Time:26 Second

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.

ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: მთავარი პრობლემა, რომელიც სწორედ ადეიშვილის ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, იყო სწორედ სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა
Next post საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა