ვაკის აგროჰაბი-თბილისი რითია ნაკლები!

Read Time:42 Second

 

ინფორმაციისთვის: იტალიელმა მხატვარმა მაურიზიო კატელანმა Art Basel Miami Beach-ის გამოფენაზე ახალი “სკულპტურა” წარადგინა: ბანანი, რომელიც კედელზე ნაცრისფერი ლენტითაა მიმაგრებული. ნამუშევრის ფასი $120,000-ია.

პეროტინის გალერეის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეს ნამუშევარი გვთავაზობს იმის გარკვევას, რა არის ჩვენთვის ღირებული და რა სახის ობიექტებს ვაფასებთ”.

კატელანმა იდეა ერთი წლის წინ შეიმუშავა, როდესაც მან ბანანის მსგავსი ფორმის ქანდაკების შექმნაზე დაიწყო ფიქრი. მან შექმნა რამდენიმე მოდელი: თავდაპირველად ბრინჯაოს განსხვავებული მასალებით, საბოლოოდ კი – ნამდვილი ბანანით.

ასევე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ დაინტერესებული კოლექციონერებისთვის არ არსებობს გარანტია, რომ ნამუშევარი არ გაფუჭდება (იმ მარტივი მიზეზით, რომ ის რეალურია).

”ბანანის პირველი გამოცემა გაიყიდა დილის 1:15 საათზე, მეორე კი საღამოს 3:30 საათზე. aხლა ჩვენ  მუზეუმთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რომ მესამე ნამუშევარიც შევქმნათ.” – განაცხადა გაყიდვების მენეჯერმა ემანუელ პეროტინმა.

ინსტალაცია თავდაპირველად ემანუელ პეროტინის გალერეაში გამოფინეს, რომელიც ამბობს, რომ სკოტჩით მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობის, ორაზროვნებისა და “კლასიკური იუმორის სიმბოლოა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო-ნოდარ დუმბაძე სამშობლოზე
Next post კახა კალაძე – დენდროლოგიური პარკი ძალიან მაგარი გამოდის