ექსკლუზივი-სამკაული რომელიც ოქროზე ძვირფასია

Read Time:46 Second

უძველი ნივთების სამმართველოს წარმომადგენლების და თელ-
ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ იერუსალიმში “გრანდ
დავითის“ პარკში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას
აღმოჩენილია პირველი ტაძრის პერიოდის სპილოს ძვლის
ინკრუსტირებული სამკაული.
როგორც მეცნიერები გვამცნობენ,მსოფლიოში ამ პერიოდის მხოლოდ
რამდენიმე ასეთი სამკაულია შემორჩენილი. სპილოს ძვალი იმ
დროისათვის ოქროზე ძვირად ფასობდა.
სამკაულები ჩ.წ.ა. VIII საუკუნის ადმინისტრაციულ შენობის
ნანგრევებშია ნაპოვნი. ეს იუდეის სამეფოს ოქროს ხანას წარმოადგენს.
ის ხის ავეჯის მოსართავად გამოიყენებოდა, რომელსაც მეფეებიდა
მაღალი რანგის სასულიერო პირები მოიხმარებდნენ.
„ადრე ასეთი ნივთები და სამკაულები მხოლოდ ასირიის დედაქალაქ
ნიმრუდში, ისრაელის დედაქალაქ შომრონში იყო აღმჩენილი. ეს
აღმოჩენა კი იმ პერიოდში იერუსალიმის პოლიტიკურ და ეკონომიკურ
როლის შესახებ გვამცნობს“,- ამბობს გათხრების ხელმძღვანელი თელ-
ავივის უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ გადოტი.
წმინდა წერილში სპილოს ძვალი სულ რამდენჯერმეა ნახსენები. მაგ:.
მეფე სოლომონის ტახტის და იუდეველთა მეფის აჰავას მიერ
აგებული სპილოს ძვლის კოშკის აღწერისას.
შენობა, რომელშიც ნივთებია ნაპოვნი სავარუდოდ ბაბილონეთა მიერ
იერუსალიმის აღებისა და შემდგომ გადაწვისას განადგურდა ჩ.წ.ა. 586
წელს. მეცნიერებს დამსხვრეული სამკაულის ფაზლისმაგვარად
აწყობა მოუწიათ.

ისრაელის უძველესი ნივთების სამმართველოს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია
Next post პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა