ექსკლუზივი-პირველი ტაძრის პერიოდის იშვიათი პაპირუსი ისრაელში ბრუნდება

Read Time:51 Second

უძველესი ნივთების სამმართველოს ძარცვის წინააღმდეგი მებრძოლი
სამმართველოს და ისრაელის პრემიის ლაურიატი პროფესორი შმუელ
ახიტოვის ძალისხმევით ქვეყანას ჩ.წ.ა. VII-VI უძველესი პაპირუსი
დაუბრუნდა. მისი შექმნაც პირველი ტაძრის პერიოდს განეკუთვნება.
დოკუმენტის არსებობა ადრე ცნობილი არ იყო.
სავარაუდოდ ისიუდეის უდაბნოშია მოძიებული. მეცნიერები
ვარაუდობენ რომ პაპირუსი კერძო მიმოწერის ფრაგმენტია. ადრე,
იუდეის უდაბნოში ასეთივე ორი პაპირუსია ნაპოვნი.
ამ უკანასკნელის ისტორია კი ასეთია. 2018 წელს გამოსაცემად
მომზადდა აწ გარდაცვლილი ძველი ივრითის სპეციალისტის
პროფესორი ადა იარდენის გამოკვლევა. კვლევას თან ერთვოდა
პაპირუსის ფოტოც დაპირველადი თარგმანიც.
პროფესორი ახიტოვი,აღნიშნავს, რომ სახელი იშმაილი ( „ისმინე
უფალო“) ებრაელთა შორის მეტად გავრცელებული იყო. წმინდა
წერილში ეს სახელი აბრაამისა და აგარის ვაჟს ჰქვია. აგრეთვე
მოხსენებულია იშმაილ ბენ ნეთანიაჰუც. „სახელი იშმაილი მეტწილად
მეფის ვეზირებს ერქვათ“ -ამბობს პროფესორი.
გამოძიებამ, რომელიც სამმართველომ წამოიწყო, პაპირუსს აშშ-ში,
მონტანას შტატში მიაკვლია. პაპირუსის მფლობელმა ის ისრაელის
სახლმწიფოს გადასცა.
პირველი ტაძრის პერიოდში ისრაელში ბევრი განათლებული ადამიანი
ცხოვრობდა. ამაზე მეტყველებს ნაპოვნი ნივთები, რომლებზე
წარწერები და ბეჭდებია გამოსახული. თუმცა მეორე ტაძრის
პერიოდის პაპირუსები არცთუ ბევრია შემონახული, ხოლო პირველი
ტაძრის მხოლოდ სამი“. – ამბობს სამმართველოს ხელმძღვანელი ჯო
ურიელი.

ისრაელის უძველესი ნივთების სამმართველოს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია-23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება
Next post მამუკა მდინარაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ განშტოება