ესპანელი ბერის მიერ 400 წლის წინ დაწერილ წიგნს პირველად გამოაქვეყნებენ

Read Time:28 Second

1608-1615 წლებში, ესპანელი ბერის მიერ დაწერილი წიგნი „ობლის ისტორია“ (The Orphan’s Story) 400 წლის შემდეგ, პირველად გამოიცემა.

წიგნი სათავგადასავლოა და მისი ავტორი მარტინ დე ლეონ ი კარდენასია. როგორც ცნობილია, ავტორი 1621 წელს დათანხმდა, გამოცემულიყო მისი წიგნი, თავად კი ფსევდონიმით, ანდრეს დე ლეონით ყოფილიყო მოხსენიებული. წიგნი საბოლოოდ არ გამოიცა და დროთა განმავლობაში, ხელნაწერიც დაიკარგა.

328-გვერდიანი ხელნაწერი 1965 წელს, ნიუ-იორკის არქივში, ესპანურენოვან განყოფილებაში იპოვეს და წიგნი დღის სინათლეს რამდენიმე თვეში იხილავს.

კარდენასმა წიგნი 20 წლის ასაკში დაწერა. ლიტერატურათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ხელნაწერი გამიზნულად გადამალეს, რადგან მას შესაძლოა, ავტორის სასულიერო საქმიანობაზე უარყოფითად ემოქმედა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 76 წლის ჩინელი ბებია შვილიშვილის სკოლაში წასაყვანად დღეში 24 კილომეტრს ფეხით დადის
Next post თბილისის ხელოვნების სასახლეში ლაპიდარიუმი გაიხსნა