ერდოღანი: „თურქეთი – XXI საუკუნის ამომავალი ვარსკვლავია”

Read Time:1 Minute, 18 Second

ასეთი განცხადება, თურქეთის სააგენტო ანადოლუს” ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაზიანთეფის პროვინციაში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ფუნქციონერებთან შეხვედრის დროს გააკეთა

თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2021 წელს ორნიშნა რიცხვს მიაღწევს, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის ფუნქციონერებთან შეხვედრის დროს ქვეყნის სამხრეთ პროვინცია გაზიანთეფში.

სახელმწიფოს მეთაურმა თურქეთს XXI საუკუნის ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.

ერდოღანმა დამსწრეთ შეახსენა, რომ სამართლიანობის და განვითარების პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, კერძოდ, 2003-2013 წლებში თურქეთმა გაანულა საერთაშორისი სავალუტო ფონდის დავალიანება.

„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ცენტრალური ბანკის რეზერვი 27,5 მლრ დოლარი იყო, საერთაშორისი სავალუტო ფონდის მიმართ დავალიანება კი 23,5 მლრ-ს აღწევდა. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ცენტრალური ბანკის 120 მლრ-იან რეზერვზე და სავალუტო ფონდის მიმართ დავალიანების არარსებობაზე”, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, გააზრებული პოლიტიკის წყალობით, თურქეთი მსოფლიოს იმ 2 ქვეყანას შორისაა, რომელთა ეკონომიკაც გაიზარდა პანდემიის პირველ წელს.

„მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს 3,4%-ით შემცირდა, თურქეთის კი, პირიქით, გაიზარდა 1,8%-ით. 2021 წლის პირველ კვარტალში ზრდა გაგრძელდა და 7,2%-ს მიაღწია,, მეორეში – 21,7%-ს, მესამეში – 7,8%-ს. ეჭვგარეშეა, ბოლო სამი თვეც მაღალი ზრდა გვექნება”, თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის წლიურმა ექსპორტმა 221 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეკონომიკა ვითარდება, ტურიზმის სექტორში პანდემიის ზარალი დიდწილად დაძლეულია და უეჭველია, რომ 2022 წელი ტურისტული ინდუსტრიისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება, – განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გარკვეული წრეების უკმაყოფილებაზე თურქეთის აქტიური განვითარებით და მაგალითისთვის გაიხსენა ეროვნული ვალუტის კურსის ბოლო ნახტომები.

მისი თქმით, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების რიგებში მყოფი „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები ქვეყანაში პანიკის გაძლიერებას და თურქული ლირის კურსის რაც შეიძლება დიდი ვარდნის გამოწვევას ცდილობდნენ.

„ქვეყანა სავალუტო ბაზარზე მანიპულირების არნახულ მცდელობს შეეჯახა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს პრობლემა სულ რაღაც ერთ საათში მოაგვარა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ საზოგადოებასა და ქვეყანას დაუშავა – ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საზოგადოებისა და ქვეყნის ღირსება დავიცვათ
Next post ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე: ღმერთო, რა გვჭირს ნეტავ, დაწყევლილია პრეზიდენტის სავარძელი?