ენტონი ფაუჩი: შობის დღესასწაულებზე მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს

Read Time:37 Second

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა და მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მადლიერების დღესასწაულის დროს ქვეყანაში ძალიან ბევრი მასშტაბური შეკრება დაფიქსირდა, რამაც კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, შობის დღესასწაულზე ვითარება შეიძლება, კიდევ გაუარესდეს, რადგან არდადეგების პერიოდი უფრო ხანგრძლივია. „ჩვენ წინ რთული პერიოდი გველოდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები და ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბურ შეკრებებსა და მოგზაურობას“, – განაცხადა ფაუჩიმ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა. 1-5 დეკემბრის პერიოდში 1 000 882 შემთხვევაა აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია, მაგალითად, პირველი ტალღის მონაცემებთან შედარებით – 2020 წლის 20 იანვრიდან 100 დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანიაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა; ექიმების განცხადებით, 12- დან 4 ექიმი ინფიცირებულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშიც თავისუფალი ადგილები მცირდება
Next post ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა