ენტონი ბლინკენი და ემანუელ მაკრონი, უკრაინაში ომის ფონზე, აშშ-საფრანგეთის მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებაზე შეთანხმდნენ

Read Time:33 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი და საფრანგეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ აშშ-საფრანგეთის მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობის არაპროვოცირებადი ომის ფონზე.

ენტონი ბლინკენმა და ემანუელ მაკრონმა განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და დაადასტურეს მათი მზადყოფნა, მნიშვნელოვანი საფასური დააკისრონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის თანამოაზრეებს, ვიდრე ისინი აგრძელებენ მათ მიერ არჩეულ ომს უკრაინაში.

ბლინკენმა და მაკრონმა ასევე განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ძალადობის შემცირებისა და კრემლის ომის დასრულებისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე ისაუბრეს ირანის საკითხზე და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემაზე მჭიდრო კოორდინაციას და ძალისხმევას გააგრძელებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნული პოლიცია-რუსეთის აგრესიის შედეგად ხარკოვის რეგიონში 170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
Next post „კოკა-კოლა“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს