აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის „სამხედრო დამნაშავე , რადგან რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო ტერიტორიებზე თავდასხმას.
„მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია სამხედრო დანაშაულები. პირადად მე ამ შეფასებას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე მიმდინარე ნგრევის ფონზე, მიჭირს სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, რუსული არმიის ქცევის შესახებ. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – აცხადებს ბლინკენი.
ბლინკენმა, ასევე, განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების დოკუმენტაციისა და შეფასების პროცესში არიან.