ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

Read Time:35 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მექსიკაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონტრშეტევის შედეგები, დასავლეთის დახმარების გარდა, არის უკრაინელების არაჩვეულებრივი სიმამაცისა და სიმტკიცის დამსახურება. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის და მომავლისთვის.

„ის, რაც მათ გააკეთეს, იყო მეთოდურად დაგეგმილი და რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო აშშ-ისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხრიდან მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ხელში ჰქონდეს აღჭურვილობა, რომელიც მას სჭირდება კონტრშეტევის განსახორციელებლად“, – განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

ბლინკენის თქმით, უკრაინის კონფლიქტი სავარაუდოდ გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, რადგან რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალები და ტექნიკა აქვს მობილიზებული, რომელსაც ჯერ კიდევ იყენებს მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი: ჩვენ გადავედით თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც უკვე აღიარებულია ევროკავშირის მიერ, რომ ჩვენ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის წევრი
Next post 13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული