ელისო კილაძე ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მის ოფისში ნამდვილად ჩატარდა, თუმცა ეს ქოლცენტრები კი არა, ტურისტული სერვისების ჰაბია, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული

Read Time:1 Minute, 26 Second

ელისო კილაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნეს ცენტრში ქოლცენტრებს ფლობს და სადაც საგამოძიებო მოქმედებები დილის 10:00 საათამდე, მთელი ღამე მიმდინარეობდა, ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მის ოფისში ნამდვილად ჩატარდა, თუმცა ეს ქოლცენტრები კი არა, ტურისტული სერვისების ჰაბია, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული.

„დავით კეზერაშვილმა პეტრე ცისკარიშვილს დაავალა, BBC-ის სკანდალის გადასაფარად, რომ საქართველოში თურმე კეზერაშვილს კი არა სხვა დანარჩენებსაც აქვთ ქოლცენტრები, გააკეთონ ყველა ხალხმრავალ ოფისთან ზარები, ბიზნესცენტრებთან, სადაც ახალგაზრდები მუშაობენ, რომ თითქოს აქ არის ქოლცენტრი. თქვეს [სამართალდამცავებმა], რომ მეოთხე და მეხუთე სართულები დაგვათვალიერებინეთო. ჩვენ როგორც კანონმორჩილმა ადამიანებმა გავუხსენით მთელი სისტემა. მეოთხე სართულზე ოფისში არის კომპანია „ნომადაო“. ეს არის ახალი ჰაბი, ქართული „ბუქინგის“ ანალოგი, სადაც დასაქმებულია 100-ზე მეტი ახალგაზრდა – დიზაინერები, პროგრამისტები. რაკი დასამალი არაფერი გვქონდა, ჩვენ მივეცით წვდომა სისტემაზე, მივეცით ყველა კომპიუტერის პაროლი, რაც დააინტერესა საგამოძიებო სამსახურს და დავეთანხმეთ რა თქმა უნდა იმაზე, რომ კომპიუტერების ნაწილი გადაეტანათ ექსპერტიზაზე და ნაწილი წაეღოთ. რა ქოლცენტრზეა საუბარი ხალხო, ვალერი გელბახიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, გივი ჯიბლაძეც ასევე. ერთად ჩვენ ძალიან მასშტაბური პროექტები გაგვიკეთებია, და ერთად ვაპირებთ ძალიან მასშტაბური პროექტების, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის განვითარებას. რას მოჰყვა დავით კეზერაშვილის ეს შურისძიება – მე დავაანონსე, რომ ვასრულებ მუშაობას მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე. ეს ეხება დავით კეზერაშვილის 2008 წლის ქმედებას, რუსებისთვის მიყიდულ იარაღს. მე მყავს კონკრეტული მოწმეები, რა ფორმით მოხდა ეს თანამშრომლობა და ვთქვი, რომ ყველაფერი წინ ელოდება და ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მისთვის შეიძლება იყოს BBC-ის გამოძიება და ქოლცენტრების სკანდალი “, – განაცხადა კილაძემ.

„ქრონიკას“ კილაძემ განუცხადა, რომ ნამდვილად ფლობს ბინებს ქუთაისსა და თბილისში, თუმცა მისივე განცხადებით, ეს არის მისი და მისი ოჯახის შეძენილი ქონება და არანაირ შავ ფულთან კავშირი არ აქვს. ის ადასტურებს, რომ მას ნამდვიოლად ჰყავს საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა, და ამბობს, რომ ეს მანქანა გივი ჯიბლაძემ, კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელმა აჩუქა, უფრო კონკრეტულად კი აჩუქა „ქრონიკა +“-ს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ONGO.GE: ქოლცენტრებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი – აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი!
Next post ზელენსკი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ თავისი ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში