ელისაშვილი “ტვ პირველს”: გილოცავთ, უსინდისო ჟურნალისტიკაში მართლა პირველები გახდით

Read Time:28 Second

გილოცავთ, უსინდისო ჟურნალისტიკაში მართლა პირველები გახდით, – ასე მიმართავს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ტვ პირველს” და კონტექსტის დამახინჯებაში სდებს ბრალს.

“უსინდისო ჟურნალისტიკის ნიმუშთა ნიმუში! ეს არხი ხომ დეგრადირდა და ანტიჟურნალისტიკითაა დაკავებული და აი უკვე ასეთ იაფფასიან უსმგავსობებს კადრულობენ. თან ჰგონიათ რომ რასაც ესენი იტყვიან იმას დაიჯერებს ყველა და გადამოწმების სხვა გზები არ არსებობს. ქვემოთ პირველივე კომენტარში დავდებ ვიდეოს სინამდვილეში რა ვთქვი ამ საკითხზე პარლამენტში. TV Pirveli News • ტვ პირველი გილოცავთ უსინდისო ჟურნალისტიკაში მართლა პირველები გახდით. აბა, თქვენ იცით…” – წერს ელისაშვილი.

დეპუტატი ტელევიზიას, Facebook-გვერდზე მისი სიტყვების ამ პერიფრაზში ედავება.

ელისაშვილი მისი განცხადების ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამტკიცებს, რომ ექიმები გამიზნულად წირავენ ავადმყოფებს COVID-ით სიკვდილისთვის, უკიდურესად ზნედაცემულები არიან – მათი ფსიქიკური მდგომარეობაც სერიოზულად შესამოწმებელია
Next post მამუკა მდინარაძე: თუ შექმნიან საგამოძიებო კომისიას, შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ სიმართლე არ დაჩაგროს და ამ სისულელეზე არ გვალაპარაკოს სერიოზული სახეებით, რომ თურმე მათი ბელადის „ფარმაკოლოგიური წამება” იყო