ელენე ხოშტარია ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის შსს სამინისტროში დაკითხვაზე დაბარება

Read Time:44 Second

კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის შსს სამინისტროში დაკითხვაზე დაბარება –  ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. პირველი, რაც მინდა ხელისუფლებას ვუთხრა: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზე ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში დაიცვეს ევროპული მომავალი.

მეორე, ძალადობაში დამნაშავეები ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს.

მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შს სამინისტროში ან სუს-ში დაგიბარებენ, გამოვაქვეყნებთ ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას.

არავინ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს ცალ-ცალკე დაერევით. ჩვენ, ყველა ერთად ვართ, იდეის გარშემო და ეს იდეა არის, მათ შორის, ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც საჭირო იქნება, შს სამინისტრო თუ სუს-ი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია მურღულია ხვიჩა კვარაცხელიაზე: ის ერთი კარგი ბიჭი, ბურთის გასაკვირი თამაშით, კვირაში ერთხელ საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს
Next post გიორგი კალანდიას მიმართვა – ერთგულებისთვის შეიძლება დაგსაჯონ, თუმცა არ უნდა შეშინდე