ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს.
„დღეს საქართველოში რეჟიმის მხრიდან ხდება საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები. მათ აქვთ საკუთარი აზრი, არიან მაღალი კვალიფიკაციის და უბრალოდ აგდებენ სამსახურებიდან. თან ამას სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ კოალიციამ მათ შესთავაზოს კონკრეტული მხარდაჭერის ბერკეტები, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ვიდრე რეჟიმი შეიცვლება, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„საჯარო მოხელეების მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციას მართავს.