ელენე ხოშტარია: “ოცნება” უმცირესობაშია – ყველა კრიტიკულ მომენტში ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ მეტნი

Read Time:35 Second

“ოცნება” უმცირესობაშია – ყველა კრიტიკულ მომენტში ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ მეტნი – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

“ხელისუფლება არის უმცირესობაში, ჩვენ ვართ უმრავლესობაში. ამასთანავე, თუ ეს უმცირესობა ახერხებს, რომ ჩვენ დაგვყოს, ჩვენი ძალა უბრალოდ არ იგრძნობა მოქმედებაში, ტელევიზორში, სახლებში. მაგალითად ადამიანი უსმენს ინფორმაციას, რომ გავრილოვი მას შეურაცხყოფს და ვერ გრძნობს ამის ალტერნატივას, თუ როგორ ვამარცხებთ მას, ეს არ იგრძნობა, იმიტომ რომ ხელოვნურად არის შექმნილი სიტუაცია, რომ ისინი ამ დეზინფორმაციას ატრიალებენ, რომ რადგანაც მთავრობაში არიან, თითქოს იმათ ხელშია ყველაფერი. სინამდვილეში, მთელ წინა წელს, რომ გადავხედოთ, ყველა კრიტიკულ მომენტში, გადაივსო ქვეყანა ძალიან მკაფიო პოზიციით, გადაივსო ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერით, გადაივსო ქვეყანა ევროპული პერსპექტივისთვის, ანუ ყველა კრიტიკულ მომენტში ვაჩვენეთ რომ ჩვენ ვართ მეტნი”- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა – ცნობილია მისი მეუღლის ვინაობა
Next post არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: ეს არის უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ძალა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ახასიათებს ანტისაზოგადოებრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული საქმიანობა