ელენე ხოშტარია: ერთობლივი რეზოლუციის მიღება მძლავრი გზავნილი იქნება

Read Time:1 Minute, 1 Second

პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ენერგიას არ იშურებენ, რათა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის შესახებ პარლამენტში შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ 1tv წერს.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული ხედვა გვაქვს, როგორ უნდა წარიმართოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან, ჩვენ ამაზე სულ ვაკრიტიკებდით ქართულ ოცნება  და ეს პოზიციები არც შეცვლილა, აქ მთავარია საკითხები, რაშიც შეგვიძლია შევთანხმდეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სანქციები შემოვიდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებზე. თუ ამას ხელისუფლება დათანხმდა, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან იქნება ძალიან მძლავრი გზავნილი, რომ პარლამენტი ერთიანად, სხვადასხვა დაპირისპირებული პარტიები ამაზე თანხმდებიან. ამიტომ, ჩვენ ენერგიას არ ვიშურებთ, რომ ეს შეთანხმება შედგეს. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, გადადოს რაღაცები გვერდზე და ერთობლივ რეზოლუციას, სადაც იქნება სანქცირება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის, უნდა დათანხმდეს და ველოდებით ამ შედეგს. ვფიქრობ, აზრი იმისა, რომ პარლამენტმა ერთობლივად მიიღოს რეზოლუცია,  ქართულ ოცნებას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს და მიუხედავად იმ პრინციპული განსხვავებისა, რომელიც გამოჩნდა პრემიერის მიმართვაში, ვიმედოვნებ, პარლამენტი ამის მნიშვნელობას მიხვდება და ერთობლივ რეზოლუციას მივიღებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თამარ ჩუგოშვილი აზრით, კი რეზოლუციის ამ ორ დოკუმენტს შორის პრინციპული სხვაობა არაა.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის რეზოლუციის ამ ორ დოკუმენტს შორის პრინციპული სხვაობა არაა
Next post ბავშვებს ინტელექტი მემკვიდრეობით დედისგან გადაეცემა