ელენე ხოშტარია: დღეს ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა

Read Time:33 Second

დღეს ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მიდის შეტევა მედიაზე, მიდის მედიის მოხრჩობა ჩვეული მეთოდებით, როგორიც მსგავს ავტოკრატიებშია. ნიკა გვარამია ციხეშია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მას შემდეგ, რაც ევროპამ ჩვენ პრაქტიკულად გამჭვირვალე და ღია გზამკვლევი მოგვცა, თუ თქვენი არჩევანი არის ევროპა, ეს საბაზისო კრიტერიუმები უნდა შეასრულოთ. მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დასკვნა, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვისაც შეიძლება ილუზია, წარმოდგენა ჰქონდათ, რომ როგორ უნდა თქვას ამაზე უარი, მით უმეტეს ხალხის ნების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მივდივართ უკან”_ აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრი: „სასამართლოში გასვლა მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში“
Next post არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც დათესეს, იმას იმკიან – იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და საკუთარ პარტიაში აქვთ არჩევნები, ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას და საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებულები