ეკა სეფაშვილი: მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება ჩვენს ქვეყანაში სიგნალია იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის

Read Time:39 Second

„ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლონეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, როგორც იმის სიგნალზე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

ეკა სეფაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება საქართველოში ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ზოგადად, განვითარებისთვის.

„მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება საქართველოში ძალიან კარგი სიგნალია იმის სადემონსტრაციოდ, რომ დიახაც, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენ ვართ ქვეყანა რეგიონში, რომელიც სამშვიდობო პლატფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, ეს არის ქვეყანა, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას უდიდეს ყურადღებას აქცევს და რა თქმა უნდა, ეს არის ქმედითი, დამდასტურებელი სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირს, ევროპის წამყვან ქვეყნებს აინტერესებთ საქართველო, აინტერესებთ იმდენად, რომ არ ეზარებათ ჩამოვიდნენ ქვეყანაში და საკუთარი თვალით გაეცნონ იმ რეფორმებს, იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ზოგადად, განვითარებისთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: 2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში
Next post საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა